ჩვენს შესახებ

მთავარი

მოხარულები ვართ მოგესალმოთ სატრანსპორტო კომპანია M.G Logistic - ის ვებ გვერდზე.

გაცნობებთ, რომ ჩვენი კომპანია დაარსდა 2012 წელს, ქალაქ თბილისსა და ფოთში. დღეს, ჩვენ უკვე შეგვიძლია, რომ ვიამაყოთ იმ დონით და ხარისხით, რასაც მივაღწიეთ ამ სფეროში. ფირმის მაღალი რეპუტაცია აგებულია ტვირთის საერთაშორისო გადაზიდვის იდეალური სერვისით და აბსოლუტური პასუხისმგებლობით, რომელსაც ჩვენ ვიღებთ ჩვენს თავზე, შეკვეთის მიღების დღიდან მისი თქვენს საწყობამდე ან დანიშულების ადგილამდე ტრანსპორტირებისას.

 

სხვა დანარჩენი კომპანიებისაგან განსხვავებით, ჩვენ გამოვირჩევით ოპერატიულობით და მზად ვართ მოგემსახუროთ და გადავიტანოთ ყველა სახის /სირთულის ტვირთი. ასევე, ჩვენი გუნდი ყოველთვის მზადაა, რომ დაგეხმაროთ ტვირთის გაფორმებასთან დაკავშირებული დოკუმენტური საკითხებისა და პრობლემის მოგვარებაში ან/და მის გადაზიდვაში.

 

 

 

ჩვენი კომპანიის ძირითადი ამოცანაა:

 

სამუშაოს სიჩქარისა და ხარისხის გაზრდა;

 

 

 

ლოჯისტიკური პროცესების ოპტიმიზაცია/ავტომატიზაცია;

 

 

 

ხარჯისა და დანაკარგის რისკის დონის შემცირება.

 

კომპანიის არსებობის მანძილზე ჩამოყალიბებულმა მყარმა და სანდო პარტნიორულმა  ურთიერთობებმა სხავდასხვა ქვეყნის სატრანსპორტო ორგანიზაციებთან, უფლება მოგვცა, რომ ჩვენს მომხმარებელს შევთავაზოთ ნებისმიერი ტიპის და ზომის სატრანსპორტო საშუალებებით სარგებლობა, მათი მოთხოვნების შესაბამისად.

 

 

 

M.G Logistic - თქვენი საიმედო პარტნიორი.