საზღვაო გადაზიდვები
საზღვაო გადაზიდვები - ვმუშაობთ საქართველოს ორივე პორტში, ფოთსა და ბათუმში.
მრავალწლიანი პარტნიორული ურთიერთობები წამყვან საზღვაო ხაზებთან, საშუალებას გვაძლევს, რომ კლიენტებს შევთავაზოთ საუკეთესო ფასები საზღვაო ტრანსპორტირებისათვის.
ჩვენი სრული სპექტრი საზღვაო გადაზიდვებში მოიცავს:
- მთელი მსოფლიოს მასშტაბით არსებულ და ასოცირებულ პარტნიორებთან ერთად საზღვაო გადაზიდვაში შემავალი ყველა ნაბიჯის დეტალურად დამუშავება, ტვირთის ჩატვირთვა / დაცლის, საბაჟო გაფორმებისა და დისტრიბუციის ჩათვლით;
- ოპტიმალური ვარიანტების შემუშავება და ალტერნატიული გზების ძებნა ტვირთის საზღვაო გადაზიდვების დროს;
- ტვირთის უმოკლეს ვადაში მიწოდების უზრუნველყოფა და ლოჯისტიკური პროცედურების ოპტიმიზაცია როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ;
- გადაზიდვა და ექსპედირება როგორც მთლიანი კონტეინერების (FCL), ასევე შერეული და ჯგუფური ტვირთების(LCL);
- ტვირთების ჯენსეტით ტრანსპორტირება;
- ნაყარი საზღვაო გადაზიდვები;
- საბორნე (Rо-Rо) საზღვაო გადაზიდვები;
- სასაწყობე მომსახურება საქართველოს პორტებში;
- საბაჟო გაფორმება;
- ტვირთის დაზღვევა;
- ტვირთის გადაადგილებისა და მისი დანიშნულების პორტში სავარაუდო შესვლის თარიღის შესახებ ინფორმაციის მუდმივი მონიტორინგი;
- „კარდაკარ“ მიწოდების პრინციპის უზრუნველყოფა საზღვაო გადაზიდვისათვის;
- თქვენი კომპანიის ინტერესების დაცვა, საზღვაო ხაზებთან ურთიერთობის პროცესში.